უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. კულებას თქმით, სატელეფონო საუბრის დროს ჯოზეფ ბორელმა და მან განიხილეს ის შემდგომი ნაბიჯები რაც უკრაინამ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნამ უნდა გადადგას. მისი თქმით, ორივე თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის დაწესება.