ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება. „ნიუ იორკ პოსტის“ ინფორმაციით, თითოეული ტურისტი, რომელიც არ გეგმავს ვენეციაში ღამის გათევას, ვალდებულია დარეგისტრირდეს ონლაინ და გადაიხადოს გადასახადი 3-დან 10,50 დოლარამდე დღეში.„ნიუ იორკ პოსტის“ ცნობითვე, მათ, ვინც უგულებელყოფს ახალ წესებს, 300 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.აღსანიშნავია, რომ იტალიის ხელისუფლება ვენეციის დასათვალიერებლად გადასახადის დაწესებას 2023 წლის იანვრის თვიდან გეგმავს.