ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანება ნამდვილად ისტორიული მომენტია ფინეთისა და შვედეთისთვის. მისი თქმით, გასულ კვირას მადრიდში, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად, თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის სამმხრივი მემორანდუმის შეთანხმების შემდეგ.
სტოლტენბერგის თქმით, კიდევ ორი წევრის დამატებით ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდება და უკეთ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება ევროპული დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში.