საგამოძიებო სამსახურმა მედდა დააკავა, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვაქცინირებულ პირად აფიქსირებდა, რის სანაცვლოდაც, პირადი სარგებლის სახით, მათგან გარკვეულ თანხას იღებდა. დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის - 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.