წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში აცხადებენ, რომ ორგანიზაციას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ოლენოვკის ციხეზე, სადაც უკრაინელი ომის ტყვეები დაბომბეს. ასევე, მათი ინფორმაციით, არ იქნა მიღებული ორგანიზაციის შეთავაზება მატერიალური დახმარების შესახებ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მანამდე გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაერო-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები მიიწვიეს ტერიტორიის დასათვალიერებლად.
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ციხის დაბომბვაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ.