ინგლისის ნაკრები ქალთა ევრო 2022-ის ჩემპიონია. ევროპის ჩემპიონატი სწორედ ინგლისში ჩატარდა და მასპინძლებმა ფინალში გერმანიის ნაკრები 2:1 დაამარცხესგადამწყვეტი შეხვედრა "უემბლიზე" გაიმართა და უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ტრიბუნები ბოლომდე გაივსო და თამაშს 87 000 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ევროპის ჩემპიონატების რეკორდია, არა მხოლოდ ქალთა, არამედ მამაკაცთა შორის!
ინგლისი 62-ე წუთზე მანჩესტერის თავდამსხმელმა ელა ტუნიმ დააწინაურა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი თავზე გადაუგდო. გერმანიის ნაკრებმა წონასწორობა 79-ე წუთზე ლინა მაგულის გოლით აღადგინა. ბაიერნის ნახევარმცველმა მასპინძელთა კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა. ძირითად დროში არაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ინგლისმა მოახერხა და საჩემპიონო გოლი გაიტანა, რომელიც ხლოე კელის ანგარიშზეა.ინგლისის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. ისიც ვთქვათ, რომ ევროპირველობა ყველაზე მეტჯერ სწორედ გერმანიას აქვს მოგებული (8-ჯერ).