მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა - Palitra News

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

2022-08-01 11:58:32+04:00

მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსს“ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

მამუკა ონაშვილი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.