მმართველი პარტია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებისთვის მუშაობას განაგრძობს. "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებული პროცესის ფარგლებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს ხვდებიან. ისინი აღნიშნული ინსტიტუტების მუშაობის გაუმჯობაზე და ამ კუთხით გადასადგემელ სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელობენ.