პრემიერის განცხადებით, შემთხვევით არ არის, რომ სუსის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა შიდა თუ გარე მტრების მიერ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი რეფორმა გაატარა - შეიქმნა დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით.