გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, დიპლომატების მიყურადებას საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება მოჰყვება - "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ტყუილია, ტყუილი თავად მათი ნათქვამია - Palitra News

გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, დიპლომატების მიყურადებას საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება მოჰყვება - "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ტყუილია, ტყუილი თავად მათი ნათქვამია

2022-08-01 20:14:33+04:00

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს. კითხვაზე, თუ საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პასუხობს: რომ მან იცის ეს ტყუილია. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე შესაძლოა, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდეს. საკითხს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა.