რუსეთში წლის პირველ ნახევარში ყველა ძლიერი ალკოჰოლური სასმელის იმპორტი, წლიური გამოთვლით, 34,4%-ით, 32,65 მლნ ლიტრამდე შემცირდა.
ბაზრის მონაწილეების თქმით, ყველაზე შესამჩნევად - 11,8 მლნ ლიტრამდე, 48,4%-ით ვისკის იმპორტი განახევრდა. „კომერსანტი“ მთავარ მიზეზად უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებებით გამოწვეულ კრიზისს, სანქციებსა და უმსხვილესი მწარმოებლების მიერ მიწოდების შეწყვეტას ასახელებს.
მარტში ბაზრის მონაწილეები უკრაინის ომის დაწყების გამო რუსეთში ალკოჰოლის იმპორტის 20-40%-იან შემცირებას პროგნოზირებდნენ. შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, ქვეყანაში ყველანაირი ალკოჰოლის მიწოდება აკრძალა, ხოლო ევროკავშირმა მიწოდება 300 ევროზე მეტ ერთეულზე აკრძალა.
გამოცემა ვარაუდობს, რომ ბაზრის მონაწილეები შეეცდებიან, ასორტიმენტი ახალი რუსული სასმელებით, ასევე, რომის იმპორტით შეავსონ, რომლის იმპორტზეც კრიზისი, თითქმის, არ ასახულა.