ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება მმართველი პარტიის გარეშე ვერ მოხერხდება. კორძაოა განმარტავს, რომ ხელისუფლების გარეშე ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოშ ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ მიიღება, რადგან უმრავლესობაში სწორედ ქართული ოცნება იმყოფება. ოპოზიციონერი დეპუტატი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების საკითხთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფში შევიდა, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა. სტრატეგია აღმაშენებელში კი მიიჩნევენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემის მიზეზი სწორედ ქართული ოცნებაა. გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ მმართველი პარტიის ლიდერი 57-ჯერ დაესხა თავს ევროპელ პარტნიორებს, მხოლოდ 9-ჯერ ახსენა რუსეთი და 26-ჯერ გააკრიტიკა უკრაინა. ვაშაძე ირწმუნება, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება მართავს.