ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ქალთა „ევრო 2022“-ის ფინალი გაიმართა, სადაც ინგლისის ნაკრებმა გერმანია 2:1 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ფინალამდე ბორის ჯონსონმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ქალთა ნაკრებს წარმატება უსურვა. განსაკუთრებულად ელოდა მატჩს დევიდ ბექჰემი, რომელმაც გოგონებს წარმატება ჰარპერთან ერთად გავრცელებულ ვიდეოში უსურვა. ინგლისი მესამედ თამაშობდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და პირველად გახდა ჩემპიონი.
თამაშს უამრავი ადამიანი დაესწრო. გამარჯვებულ ნაკრებს თასი პრინცმა უილიამმა გადასცა.