რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართული პოლიტიკიდან წავა? ოპოზიცია შესაძლო შედეგებზე ალაპარაკდა.
პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან დისტანცირებით შესაძლოა, "ქართულ ოცნებას" უფრო მეტი პრობლემა შეექმნას, რადგან ექსპრეზიდენტის ფაქტორს "ოცნების" გუნდი საზოგადოების ნაწილის დასაშინებლად იყენებს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ოპოზიციის მოქმედი ლიდერი სააკაშვილის გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიერ საკუთარ მიზნებზე უფრო აქტიურად ალაპარაკებას ელოდება.