მიკოლაევის მერ ალექსანდრ სენკევიჩის განცხადებით ქალაქში ძლიერი აფეთქებები მოხდა. მისი თქმით, აფეთქებების სერიის ხმა დილის ხუთ საათზე გაისმა. აფეთქებების შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქის ერთ-ერთ უბანში.
სამაშველო სამსახურებმა შენობიდან მაცხოვრებლები გამოიყვანეს. გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები მოხდა ხარკოვშიც.
ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსმა აგრესორებმა გასული ღამის განმავლობაში ხარკოვის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. მისი თქმით, ავიაიერიშები ადგილობრივი დროით დილით ოთხ საათზე მოხდა. ტერეხოვმა ასევე აღნიშნა, რომ ერთი რაკეტა ქალაქის ხოლოდნოგორსკის რაიონში ჩამოვარდა.
შემთხვევას მსხვერლი არ მოჰყოლია.
მეორე რაკეტა ნოვობავარსკის რაიონში ჩამოვარდა. ტერეხოვის თქმით, აფეთქებამ ერთ-ერთი შენობის ჩამონგრევა გამოიწვია.