საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა.
ცალკეული ჯგუფების მიხედვით, ინფლაცია ყველაზე მაღალი სურსათისა და ტრანსპორტის ჯგუფში იყო. უფრო კონკრეტულდ კი, ფასების წლიური მატება შემდეგნაირად ნაწილდება - სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების ზრდამ 16%-ს გადააჭარბა. პურსა და პურპროდუქტებზე ფასების 29%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო მინერალური, უალკოჰოლო სასმელების და ნატურალური წვენების ფასების წლიური მატება კი 21%-ის ფარგლებშია.
წლიურ ჭრილში ფასები ასევე გაზრდილია ტრანსპორტის, თამბაქოს და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფში, რაც თავის მხრივ აისახა წლიურნ ინფლაციაზე.