პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი ერთი კოალიციაა, რომლებმაც საკუთარი თავი გაყიდეს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი ქვეყანაში მღელვარების შემოტანა, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და კანდიდატის სტატუსის არ მიღებაა. პაპუაშვილის ბრალდებას გამოხმაურებები მოჰყვა პარტია ლელოში. ბადრი ჯაფარიძე რუსული საქმის შესრულებაზე საუბრისას თითს პარლამენტის თავმჯდომარისკენ იშვერს. ლელოს ერთერთი ლიდერი განმარტავს, რომ შალვა პაპუაშვილი იმ პარტიის წევრია, რომელიც ევროპულ ვექტორზე არ არის ორიენტირებული.