დიმიტრი მედვედევის მიერ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე და ომის დამატებითი ფრონტების გახსნაზე ღიად საუბარს, პარტია „დროა“ განცხადებით ეხმაურება. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ახლა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროა, რომელიც საქართველოს სამომავლო გეზს განსაზღვრავს. ციტატა „რუსი პროპაგანდისტები ხშირად ავრცელებენ აზრს, რომ შესაძლებელია, შეინარჩუნო საკუთარი იდენტობა და იყო ქართველი. სინამდვილეში, რუსეთი ქართულ იდენტობას თუ საქართველოს იდეას ყოველთვის ებრძოდა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეუთავსებელია რუსულ იმპერიალიზმთან.“ - წერია განცხადებაში.