მმართველ გუნდში კატეგორიულად აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის პოსტზე არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს. მათი განცხადებით, ამ თემაზე საუბარი ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუსაობის პროცესს დააზიანებს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ 1-ელ სექტემბრამდე ოპოზიციას შესთავაზებენ ფორმატს და პროცედურას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ომბუდსმენის პოსტზე თანაბრად მისაღები კანდიდატურის წარდგენა.