ეუთო - მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიიღონ დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის ყველა საჭირო ზომა - Palitra News

ეუთო - მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიიღონ დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის ყველა საჭირო ზომა

2022-08-03 21:42:39+04:00

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) უკიდურესად შეშფოთებულია სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ ცნობებით.

ამის შესახებ ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

"მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით მხარი დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის კონსოლიდაციისკენაა მიმართულია", - ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.