"მომაკვდინებელი მანქანები" ბრიტანელი მწერლისა და ილუსტრატორის ფილიპ რივის ფანტასტიკური ჟანრის ნოველაა. წიგნი "მომაკვდინებელი მანქანების" კვარტეტის სახით ცნობილი სერიის, რიგით პირველი ნაწარმოებია, რომელიც ჯამში 4 ნაწილისგან შედგება.
რომანში სიუჟეტი პოსტ-აპოკალიპტურ, ფუტურისტულ სამყაროში ვითარდება, სადაც დიდი ქალაქები, მათ შორის ლონდონი, გაუდაბნოებულ დედამიწაზე გიგანტური ბორბლებით გადაადგილდებიან, პატარა დასახლებებს თავს ესხმიან და ითვისებენ.
ერთ-ერთი ასეთი ქალაქის ბინადარი ტომ ნათსოურთია 15 წლის მესამე კლასის შეგირდ ისტორიკოსი , რომელიც მოულოდნელად გადაეყრება შურისძიების სურვილით შეპყრობილ ახალგაზრდა იდუმალ ქალს ჰესტერ შოუს , რომელთან ერთად ის ეცდება ყოვლის მშთანმთქმელი ქალაქის და მათი მმარველების შეჩერებას.
ფილიპ რივი 1966 წლის 28 თებერვალს დიდ ბრიტანეთის , ქალაქ ბრაიტონში დაიბადა. მწერალმა განათლება კემბრიჯშირის ხელოვნებისა და ტექნოლოგიების კოლეჯში მიიღო. სანამ ილუსტრატორი გახდებოდა, რამდენიმე წელი ის მუშაობდა ბრაიტონში მდებარე წიგნის მაღაზიაში.
Mortal Engines-ს მწერლის რიგით პირველი ნოველაა , რივს წიგნზე მუშაობის იდეა ჯერ კიდევ 1989 წელს გაუნჩა და მასზე ნახევარ განაკვეთზე ილუსტრაციულ სამუშაოებს შორის შუალედში მუშაობდა, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ შეეძლო ამ პროექტის დასრულება და სრულყოფილ ნოველად ქცევა , შეწყვიტა მისი საილუსტრაციო ნამუშევარი და მეტი დრო დაუთმო წიგნის წერას.
საბოლოდ კი წიგნი გამომცემლობა Scholastic Corporation-ის მიერ 2001 წელს გამოიცა და მან მალევე დაიმსახურა მკითხველის მოწონება, რის შემდეგაც მას მოჰყვა სერიის მომდევნო წიგნები სახელწოდებით Predator's Gold, Infernal Devices და A Darkling Plain.
წიგნის მიხედვით 2018 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა ფილმი უცვლელი სახელწოდებით, რომლის რეჟისორიც კრისტიან რივერსია, მთავარ როლებში კი წარმოდგენილნი არიან რობერტ შიენი და ჰერა ჰილმარი.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2020 წელს, გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ქართველი მკითხველისათვის ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და "პალიტრა ელის" ვებგვერდზე Palitral.ge