უკრაინის პირველი პირი მკაფიოდ აცხადებს, რომ გლობალური არქიტექტურა არ მუშაობს. ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ 2014 წელი გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან – ყირიმთან და დონბასთან, ასევე ჩამოგდებულ მალაიზიურ „ბოინგთან“, რუსეთმა თავი აარიდა დაუყოვნებლივ და ხელშესახებ პასუხისმგებლობას. მეტიც, შეინარჩუნა ბიზნეს-პოლიტიკური კავშირები სამყაროსთან. სწორედ ამიტომ, ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინელები ახლა მსოფლიოში ყველასთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.