ესპანური პრესის ინფორმაციით, ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილს მთავარი კონკურენტი, ჩამოშორდება - საუბარია იასპერ სილესენზე, რომელიც დიდი ალბათობით მშობლიურ ნეიმეგენში დაბრუნდება.
ნიდერლანდური პრესის ცნობით, ვალენსიას და ნეიმეგენს შორის მეკარის ტრანსფერზე ყველაფერი შეთანხმებულია. აღნიშნული ტრანსფერი ვალენსიას შესაძლებლობას მისცემს, დაარეისტრიროს კლუბის ახალწვეულები - სამუ კასტილიეხო და სამუელ ლინო და ასევე დააჩქაროს კონტრაქტის გახანაგრძლივება გიორგი მამარდაშვილთან.
ცნობისთვის, სილესენი, რომელსაც ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში 63 მატჩი აქვს ჩატარებული, ნეიმეგენის აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას კარიერის ადრეულ პერიოდში, 2010-2011 წლებში იცავდა. მეკარემ ასევე ითამაშა ამსტერდამის აიაქსში, საიდანაც 2016 წელს ბარსელონაში გადავიდა.