მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მანამდე არსებულ პოზიციას ცვლის და დანაშაულს აღარ აღიარებს. გიორგი ბეროზაშვილი დღეიდან დუმილის უფლებას იყენებს.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა მოსამართლეს დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ბრალდებულის დის, თამარ ბეროზაშვილის განცხადებაც წარუდგინა, რომელშიც ბეროზაშვილი მისი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით სხდომის დახურვას ითხოვდა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიზეზად კი მისი უსაფუძვლობა დაასახელა.
მკვლელობაში ბრალდებული ისევ პატიმრობაში რჩება.