ევროპის 12 პირობის შესრულების მიზნით პარლამენტში, ორი დამოუკიდებელი პროცესი გრძელდება - დღეს უმრავლესობამ ახალ სამუშაო ჯგუფებ შექმნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცებეს რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ისეთ თემებზე იმუშავებს, როგორიცაა ანტიკორუფციული სააგენტო და საარჩევნო რეფორმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრს ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია.