ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის სამხედრო წვრთნებს "არალეგიტიმური" და "უპასუხისმგებლო" უწოდა - Palitra News

ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის სამხედრო წვრთნებს "არალეგიტიმური" და "უპასუხისმგებლო" უწოდა

2022-08-04 15:37:12+04:00

ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის სამხედრო წვრთნებს "არალეგიტიმური" და "უპასუხისმგებლო" უწოდა. მათი ცნობით, ჩინეთი სამხედრო წვრთნებს კუნძულის გარშემო ექვს სხვადასხვა არეალში მართავს.

ტაივანის მთავრობა აცხადებს, რომ წვრთნები გაეროს წესდებას არღვევს, ტაივანის ტერიტორიულ სივრცეში იჭრება და თავისუფალი საჰაერო და საზღვაო ნავიგაციისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს.