ჩინეთის სამხედრო წვრთნების გამო, სამხრეთ კორეამ ტაივანში ფრენები დროებით გააუქმა. ასევე, ავიახაზებმა კვირა დღეს ფრენების განრიგი ერთი საათით გადადო. სამხრეთ კორეის გარდა, სინგაპურის თვითმფრინავებიც ერიდებიან იმ საჰაერო სივრცეს, რომელზეც გავლენას ჩინეთის სამხედრო წვრთნები ახდენს.
სინგაპურის სამოქალაქო ავიაციის უწყების ცნობით, ჩინეთმა სამშაბათს პილოტებისთვის შეტყობინება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამხედრო წვრთნების გამო, ხუთშაბათიდან კვირამდე პერიოდში, გარკვეულ სივრცეში, აკრძალულია საჰაერო ხომალდების ფრენა.