აქციის მონაწილეთა ჯგუფი ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოში შეიჭრა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტებმა საელჩოს აივნიდან აზერბაიჯანის დროშა ჩამოხიეს, შენობის კედელზე კი არაბულ ენაზე წარწერები გააკეთეს. როგორც ბრიტანული მედია წერს, აქცია „მაჰდის მსახურთა კავშირმა” გამართა, რომელიც ლონდონში არსებული შიიტური მუსლიმური ორგანიზაციაა.