იტალიური ვებ-გვერდის, Virgilio Sport -ის ინფორმაციით, სერია A-ს კლუბმა ჰელას ვერონამ ავსტრიულ ვოლფსბერგერს ლუკა ლოჩოშვილის თაობაზე პირველი შეთავაზება გაუკეთა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გუნდი ისეთი მცველს ეძებდა, რომელიც საფეხბურთო მონაცემებითაც კარგი იქნება და საჭირო გამოცდილებაც გაუმაგრებს ზურგს. ლუკაზე არჩევანის შეჩერება იმანაც განაპირობა, რომ ქართველმა ევროპალიგის გასულ სეზონის ჯგუფურ ეტაპსა და პლეი-ოფში ითამაშა.
წყაროს ცნობით, იტალიელებმა ავსტრიულ კლუბს 1,6 მილიონი ევრო შესთავაზეს და ახლა პასუხს ელიან. 24 წლის ლოჩოშვილი ვოლფსბერგერის ღირსებას 2020 წლიდან იცავს და გუნდის მაისურით ავსტრიის ბუნდესლიგაში 68 მატჩი ჩაატარა. ლუკას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 2 შეხვედრაში უთამაშია. ვერონამ კი იტალიის გასული ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა.