ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იმედს გამოთქვას, რომ ნენსი პელოტის ვიზიტის შემდეგ, პეკინი ტაივანის ირგვლივ კრიზისს არ შექმნის. განცხადება ენტონი ბლინკენმა მას შემდეგ გააკეთა რაც, წვრთნების ფარგლებში ჩინელმა სამხედროებმა რაკეტები ტაივანის ირგვლივ არსებული წყლების მიმართულებით გაუშვეს. მისი ინფორმაციით, შტატების პოზიცია „ერთი ჩინეთის“ საკითხთან დაკავშრებით არ შეცვლილა.