ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პარლამენტში პირველი საკანონმდებლო პაკეტი დაინიცირდა. ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით მოსამართლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებში ცვლილება შედის.
კერძოდ, მოსამართლის შეფასებისას მოხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების არა მხოლოდ რაოდენობრივი კომპონენტის, არამედ მათი რელევანტურობის გათვალისწინებაც. გარდა ამისა, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სავალდებულო იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის არსებობა.
სიახლეა, რომ მოქმედი მოსამართლე ვალდებული იქნება 3 წელში 5 დღე სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას დაუთმოს.