მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრ ანდრიუშენკოს განცხადებით, რუსი სამხედრო ძალების მიერ დროებით ოკუპირებული მარიუპოლის საავადმყოფოებში მედიკამენტებისა და სამედიცინო პერსონალის უკმარისობის გამო, ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება. მისი თქმით, პაციენტებს ცინიკურად სთავაზობენ მედიკამენტები აფთიაქებში შეიძინონ, რომლებიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერთან, დენის პუშილინთან დაკავშირებულ ფირმებს ეკუთვნით.
ანდრიუშნკომ აღნიშნა, რომ რუსი სამხედროებისთვის მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობების შესაქმნელად, ადამიანებს დერეფნებში ათავსებენ, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის გამო კი ისინი ფაქტობრივად, უპატრონოდ არიან მიტოვებულები