ნინო ლომჯარია - კამპანია, რომ „სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს“, მხოლოდ აძლიერებს და ზრდის სახალხო დამცველის რეიტინგს - არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ ვიტყვი - Palitra News

ნინო ლომჯარია - კამპანია, რომ „სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს“, მხოლოდ აძლიერებს და ზრდის სახალხო დამცველის რეიტინგს - არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ ვიტყვი

2022-08-05 18:07:21+04:00

ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვით ნულოვანი რეიტინგის მქონე ომბუდსმენი პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, ნინო ლომჯარია ეხმაურება. სახალხო დამცველისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობენ მმართველ პარტიაში მის დისკრედიტაციას. როგორც ლომჯარია განმარტავს, სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, შესაბამისად მითითებები პოლიტიკოსებისგან მისთვის მიუღებელია. ომბუდსმენი, ქართული ოცნების ლიდერის მიერ ქვეყანაში ქსენოფობიური კამპანიის გაღვივების შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოაეხმაურა. ლომჯარია ირწმუნება, რომ ამ განცხადების ავთენტური მტკიცებულება არ არსებობს. ქართველების მიერ აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კი გასაკვირი არ არის.