ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში უფასოდ ისწავლიან. საუბარია სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტზე. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საპრეზიდენტო სტიპენდიის“ გადაწყვეტილება გასულ წერს, ჩრდილოეთ მაკედონიაში ორი ქვეყნის პრეზიდენტების მხარდაჭერით სკოპიეში საქართველოს საპატიო კონსულის ინიციატივით მიიღეს. ქართველი სტუდენტების განაცხადების მიღება მოხდება ორ სამაგისტრო პროგრამაზე – საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება. სტიპენდია სწავლის საფასურის სრულად დაფარვას და საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს მოიცავს.