მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი დროებით ოკუპირებულ დასახლებებში მიმართავს მასობრივ დაპატიმრებას და წამებას, მოაწყო საფილტრაციო ბანაკები, ზღუდავს პროდუქტების გაცემას - გვჭირდება იარაღი, რათა გავათავისუფლოთ ადამიანები - Palitra News

მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი დროებით ოკუპირებულ დასახლებებში მიმართავს მასობრივ დაპატიმრებას და წამებას, მოაწყო საფილტრაციო ბანაკები, ზღუდავს პროდუქტების გაცემას - გვჭირდება იარაღი, რათა გავათავისუფლოთ ადამიანები

2022-08-05 20:49:14+04:00

მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყანის წარმომადგენლები დროებით ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში ადამიანებს მასობრივად აკავებენ. რის შემდეგაც მიმდინარეობს დაკავებულთა წამების პროცესი. გარდა ამისა, ადგილზე მოეწყო საფილტრაციო ბანაკები, პროდუქტების გაცემა კი იზღუდება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი პარტნიორებისგან დამატებითი იარაღის მიწოდებას მოითხოვს.