ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები იყო განხილვის მთავარი თემა ეკონომიკურ საბჭზე, რომელიც პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. საუბარი შეეხო ახალი საკურორტო ზონების შესწავლას და არსებული კურორტების განვითარებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბალნეოლოგიურ კურორტებისა და კერძო ინვესტიციების საკითხებს.