დასავლეთისგან განსხვავებით, აღმოსავლურ კულტურაში ეს ნივთი თავისი სტრუქტურითა და ფუნქციით ხელოვნების ნაწილია. მარაოს საუკუნეების წინაც ჰაერის ნაკადის შესაქმნელად იყენებდნენ და ახლაც ცხელი ჰაერის გაგრილებაში გვეხმარება, თუმცა ეპოქისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით მისი მოცულობა, ხარისხი, მასალა, რომლისგანაც მარაო მზადდება და ხშირად ფუნქციაც ოდნავ განსხვავებული გვხვდება. დღევანდელ გადაცემაში მარაოს ისტორიას მოგიყვებით და ერთად გადავავლოთ თვალი ამ ნივთის ევოლუციის გზას.