ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი პირად Twitter გვერდზე წერს. მარკ რუტეს განცხადებით საუბარი ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის ზომებსაც შეეხო.