კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ 54 წლის მამაკცს ბრალდება წარუდგინეს. როგორც ადვოკატმა, სულხან კომახიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გელა ნიორაძე ბრალს არ აღიარებს. კიკეთში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი 17 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას ავტომატიდან გასროლით 6 პირი დაჭრა, რომელთაგანაც ერთი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.