2022 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 689 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 44%-ით, 190 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ collier-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2022 წლის აგვისტოში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 35%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 15%-ით არის გაზრდილი და აგვისტოში 795 აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა ქალაქის ფართო ცენტრში - გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში კი - 9% და 16%-ით. ძველ ბინებს რაც შეეხება, ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება, ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 14%-ით გაიზარდა.