გიორგი ვაშაძის მიერ დაანონსებული პროდასავლური მოძრაობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. როგორც ირკვევა, ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების ოპონენტების ხელოვნურ გაერთიანებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ დრო საზოგადოების რეალურ პრობლემებს დაუთმოს.
საწინააღმდეგოს ფიქრობენ ნაციონალურ მოძრაობაში. ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე ამტკიცებს, რომ მისი პარტია პროევროპულ პოლიტიკურ ძალებთან კოორდინაციაში მუდმივად იყო და “ქართული ოცნების” რეჟიმის კონსტიტუციური გზით დასრულებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.