მამუკა მდინარაძის მიერ პროევროპული მოძრაობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებას დემაგოგიას უწოდებს. ის განმარტავს, რომ მმართველი გუნდის ინტერესებში პროდასავლური პარტიების არსებობა არ შედის და სწორედ ამიტომ, "ქართული ოცნების" ლიდერი მზარდი რეიტინგის მქონე ოპოზიციური პარტიების დაკნინებას ცდილობს.
გიორგი ბარამიძის აზრით კი, მამუკა მდინარაძე საკუთარი განცხადებით პოლიტიკურ უცოდინრობას ავლენს. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი აღნიშნავს, რომ პატრიოტული პარტიები კოორდინაციითა და ერთობლივი ძალისხმევით ანტიდასავლურ ხელისუფლებას მალე დაასრულებენ.
მმართველი აპრტიის აღმასრულებელი მდივნის გუშნდელი განცხადებებიდან ირკვევა, რომ მამუკა მდინარაძისთვის ყველა პარტია, რომელიც პროევროპული მოძრაობის შექმნას აპიებს, ნაციონალურ მოძრაობასთანაა აფილირებული.