ბუენოს-აირესში ჩატარებული ტანგოს მსოფლიო თასის გამარჯვებული ორი არგენტინული წყვილი გახდა. ამის შესახებ euronews-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, კონსტანცა ვიეტომ და რიკარდო ასტრადამ სასცენო, ხოლო სინია პალასიოსმა და სებასტიან ბოლივარმა სალონის ტანგოს კატეგორიაში გაიმარჯვეს.
ჩემპიონატში მონაწილეობას 560 წყვილი იღებდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფინალში სალონის კატეგორიაში 40, სცენის კატეგორიაში კი 20 წყვილი იბრძოდა. ტრადიციული ჩემპიონატი ბუენოს-აირესში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველად გაიმართა.