ევროკავშირში იმპორტირებულ სურსათზე 15 მლნ ტონით მეტი საკვები იყრება - Palitra News

ევროკავშირში იმპორტირებულ სურსათზე 15 მლნ ტონით მეტი საკვები იყრება

2022-09-22 08:07:14+04:00

ევროკავშირში ყოველწლიურად 153 მილიონი ტონა საკვები იყრება, რაც იმპორტირებულ სურსათზე ბევრად მეტია. ინფორმაციას The Guardian ევროპული ორგანიზაცია FeedBackEU-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევა გაეროს გარემოს დაცვის პროგრამისა და ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებს ეფუძნება. FeedBackEU-ის მონაცემებით, გადაყრილი საკვების ოდენობა იმპორტირებულ სურსათზე 15 მილიონი ტონით მეტია. 2021 წელს ევროკავშირისთვის სურსათის მიწოდებამ, თითქმის, 138 მილიონი ტონა შეადგინა.

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ პროდუქციის არარაციონალური მოხმარება, ასევე, გარემოზეც უარყოფითად მოქმედებს და ევროკავშირში სითბური გაზის გამონაბოლქვის, მინიმუმ, 6%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ევროკავშირში წარმოებული პროდუქციის, დაახლოებით, 20% ნადგურდება. ნარჩენების ეს მასშტაბი კიდევ უფრო შემაშფოთებელია, მაშინ, როცა, FeedBackEU-ის მონაცემებით, „ბლოკის 33 მილიონ ადამიანს ხარისხიანი კვება ყოველ მეორე დღეს შეუძლია.“