ქალი დეპუტატები - ქალთა მიმართ ძალადობა არის საკითხი, რომელიც პარტიულ ინტერესებს სცდება, ამიტომ თეა წულუკიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საჯაროდ ამაზე საუბრისას, გვერდში დაუდგებიან - Palitra News

ქალი დეპუტატები - ქალთა მიმართ ძალადობა არის საკითხი, რომელიც პარტიულ ინტერესებს სცდება, ამიტომ თეა წულუკიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საჯაროდ ამაზე საუბრისას, გვერდში დაუდგებიან

2022-09-23 15:13:32+04:00

ქალთა მიმართ ძალადობა არის საკითხი, რომელიც სცდება პარტიულ ინტერესებს და გაცილებით მნიშვნელოვანია, ამიტომ თეა წულუკიანს უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ საჯაროდ ამაზე საუბრისას გვერდში დაუდგებიან ქალი პოლიტიკოსები,- ამის შესახებ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მასთან ერთად პოზიცია დააფიქსირეს და საჯაროდ საუბრისკენ მოუწოდეს წულუკიანს სხვა ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმაც - თამარ კორძაიამ, ანა ბუჩუკურმა და თეონა აქუბარდიამ.

როგორც მათ აღნიშნეს, ნებისმიერი ქალის მიმართ, რომელიც უთანასწორობას განიცდის, პოლიტიკური და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, სოლიდარული იქნებიან.