ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ კომპიუტერულმა ტექნოლოგიამ ჩვენი ცხოვრების გარკვეული ნაწილი მნიშვნელოვნად გაამარტივა. მათი დახმარებით ჩვენი ყოველდღიურობა გაამარტივა, ბევრისთვის კი რადიკალურადაც კი შეცვალა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის სასწავლო პროცესში კომპიუტერის დახმარებით არაერთი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი, ექიმებისთვის დიაგნოზის დასმა, დიზაინერებს, არქიტექტორებს და ზოგადად ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისათვის ეს გამოგონება ბევრი დადებითი ფუნქციის შემცველია. უნდა აღინიშნოს რომ კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა არის ის მთავარი ბირთვი, რომლის დახმარებით ჩვენი კომპიუტერები, ნოუთბუქები, სმარტფონები და ტელევიზორებიც კი მუშაობენ და ასრულებენ თავის ფუნქციას. პირველი რაც პროგრამულ უზრუნველყოფაზე გვახსენდება ალბათ Microsoft-ია, რომლის მნიშვნელოვანი ინოვაციური Windos და საოფისე პროგრამების პაკეტი ჩვენთვის შეუცვლელი დამხმარეა ამა თუ იმ საქმეში. როგორც მიხვდით, დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ Microsoft Corporation - ს მიეძღვნება.
Microsoft Corporation ამერიკული მრავალეროვნული ტექნოლოგიური კორპორაცია, რომელიც კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფას, სამომხმარებლო ელექტრონიკას, პერსონალურ კომპიუტერებს და მასთან დაკავშირებულ სერვისებს აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი Microsoft Redmond კამპუსში, ვაშინგტონში მდებარეობს. მისი ყველაზე ცნობილი პროგრამული პროდუქტებია Windows ოპერაციული სისტემების ხაზი, Microsoft Office კომპლექტი და Internet Explorer და Edge ვებ ბრაუზერები. 2020 წლის Fortune 500-ის სიაში შემოსავლით 21-ე ადგილი დაიკავა შეერთებული შტატების უმსხვილესი კორპორაციების რეიტინგში; ის იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი შემოსავლების მიხედვით წლების განმავლობაში რომელიც Alphabet, Amazon, Apple და Meta-ს გვერდით მოაზრება.
Microsoft ბილ გეითსისა და პოლ ალენის მიერ 1975 წლის 4 აპრილს დაარსდა. ყველაფერი სტუდენტური წამოწყებით დაიწყო, თუმცა მისი მასშტაბების ზრდა საუკუნის მოთხოვნებთან ერთად დამფუძნებლების და მათთან ერთად მომუშავე გუნდის ნიჭიერების შედეგი გახლავთ. Altair 8800-თვის BASIC გაუმჯობესებული ენა უნდა დაეწერათ, რაზეც 3 კვირის განმავლობაში იმუშავეს. ის პერსონალური კომპიუტერების ოპერაციული სისტემების ბაზარზე MS-DOS-ით 1980-იანი წლების შუა პერიოდში დომინანტი გახდა, რასაც მოჰყვა Windows. კომპანიის 1986 წლის თავდაპირველმა საჯარო შეთავაზებამ და აქციების ფასის შემდგომმა ზრდამ Microsoft-ის თანამშრომლებს შორის შექმნა სამი მილიარდერი და დაახლოებით 12 000 მილიონერი. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ის სულ უფრო მეტად დივერსიფიცირებულია ოპერაციული სისტემების ბაზრიდან და ახორციელებს შესყიდვას, რომელთაგან ყველაზე დიდი LinkedIn-ის შეძენა იყო 26.2 მილიარდ დოლარად 2016 წლის დეკემბერში, რასაც მოჰყვა მათ მიერ Skype Technologies-ის შეძენა 8.5 მილიარდ დოლარად.
თავის არსებობის განმავლობაში ბრენდის მიერ საოპერაციო სისტემების ძალიან დიდი რაოდენობა გამოვიდა და მისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე მისახვედრია რომ სამომავლოდ ჯერ კიდევ ბევრი სიახლე გველის. რა თქმა უნდა წლების განმავლობაში მაღალი კონკურენტული გარემო მოწინავე ტექნოლოგიურ ბრენდებთან არაერთხელ გამხდარა კომპანიის რყევების მიზეზი, თუმცა იმ ის გათვალისწინებით რომ დღემდე Windows-ი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სისტემად ითვლება - უპასუხებს მის ხარისხსაც. ამ წლების განმავლობაში პროგრამების სოლიდური ბიბლიოთეკა შეიქმნა, რომელთა გარეშე რთული წარმოსადგენია ნებისმიერი პერსონალური კომპიუტერი. რა ამოცანაც უნდა იყოს თქვენს წინაშე აუცილებლად იპოვით 1 -5 პროგრამას, რომელიც გადაგაჭრევინებთ საკითხს. რა თქმა უნდა ზოგიერთი მათგანი უნიკალურია და ყველა სხვა პლატფორმაზე არ არის წარმოდგენილი. 2019 წელს კომპანიის მიერ აბსოლუტური რეკორდი დამყარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, მანამდე ასეთ მოცულობამდე მხოლოდ Amazon და Apple ადიოდნენ.