მრგვალი ფორმის ობიექტი - ბურთი, რომელიც ამა თუ იმ მასალისგან მზადდება ოდითგანვე გამოიყენებოდა როგორც სპორტულ-გასართობი საშუალება. დღესდღეობით არსებობს ათეული სახეობის აქტივობა, რომელიც ბურთით სრულდება: ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, გოლფი, ტენისი, ბილიარდი და ა.შ. ეს მცირე ჩამონათვალია იმ სპორტული თამაშებისა, სადაც ეს სფეროსებრი ნივთი გამოიყენება. მისი ისტორია საკმაოდ შორეული წარსულიდან იწყება და პროგრესირებს როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სპორტული აქტივობების, ასევე მისი წარმოებისა და გამძლეობის თვალსაზრისითაც.
ბურთით თამაში, როგორც წესი ფიზიკურ დატვირთვას და გარკვეულ მზაობას მოითხოვდა. მისთვის არ არის განსაზღვრული სქესი და ასაკი, ბურთით ერთობიან ბავშვებიც და უფროსებიც, მათ შორის ცხოველებთან ერთადაც. საინტერესოა მისი ფორმა განაპირობებს ბურთისადმი ასეთ განსაკუთრებულ ინტერესს, თუ არის ამ სფეროსებრ ნივთში რაღაც მაგიური და მიმზიდველი, რაც საუკუნეებმა კიდევ უფრო გაამყარა? ბურთით თამაშის გარკვეული ფორმაა აღმოჩენილი და გამოსახული ეგვიპტურ ძეგლებზე და ამჟამად აბორიგენულ ტომებს შორის შეხვდებით სპორტის უცნაურ ვერსიებსაც. ძველ საბერძნეთში, ბურთი ოლიმპიური თამაშების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო. უძველესი ბურთები აღმოაჩინეს ჩინეთში, და 3000 წლისაა. ისინი მზადდებოდა თმით სავსე ტყავისგან.
მექსიკაში დღემდე თაობებს გადაეცემა სპორტის სახეობა, რომლის ფესვები ბევრად ღრმად ინახება. ტრადიცია, რომელსაც ორივე სქესის წარმომადგენლები თანაბრად წარმოადგენენ და უკვე საუკუნეებია ინახავენ - ძალიან ლამაზი სანახაობაა. შეჯიბრის პრინციპზე აგებული ბურთის მოგერიების უძველესი ვერსია მესო-ამერიკულ ტომებში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 1600 წლის წინ გამოიყენებოდა. ასეთი ბურთები ატსტეკებისგან მექსიკაში გავრცელდა, სადაც წელიწადში 1600-ზე მეტი ბურთი იგზავნებოდა, თუმცა შემორჩენილია მხოლოდ 50 არქეოლოგიური აღმოჩენა. ნამდვილი არქაული ბურთი დიდი იშვიათობაა, რადგან მათი სრულფასოვანი იერის შენახვა სირთულეს წარმოადგენს მზის სხივსა და ჰაერთან რეაქციის გამო. აღსანიშნავია, რომ დღემდე შემორჩენილია ასეთი ტიპის ბურთების დამზადების მეთოდი მექსიკაში კაუჩუკის ხის გამოყენებით, რომელსაც სხვადასხვა მცენარეები ერევა და საკმაოდ სოლიდური მოცულობის,
მძიმე ბურთი იწყებს მოთამაშიდან მოთამაშემდე გადაადგილებას. ამ ბურთის სახელია „ულამა“. მისი დახმარებით თამაშობდნენ საკმაოდ რთულ თამაშს. გარდა იმისა რომ ბურთის გადაწოდება მოწინააღმდეგისათვის ხდებოდა და ჩვეულებრივ მოგებაზე ორიენტირებული იყო, ეს აქტივობა მხოლოდ თეძოს დახმარებით უნდა განხორციელებულიყო და სავალდებულო იყო მისი სპეციალურად კედელზე დამაგრებულ წრეში გაძვრენა. საშუალო მოცულობის ბურთი საკმაოდ მძიმე იყო, დაახლოებით 5 კილომდე იწონიდა. კოლუმბამდე, ევროპაში ბურთი მზადდებოდა ცხოველების ტყავისგან, რომელსაც სხვადასხვა საშუალებებით ავსებდნენ. როდესაც ევროპელებმა პირველად გაიცნეს ასეთი ბურთი, ძალიან გაოცებულები იყვნენ, რადგან ასეთი მოცულობისა და წონის ბურთის მოგერიება საკმაო ძალისხმევას და ფიზიკურ მომზადებას საჭიროებდა. საგულისხმოა, რომ სპორტის ეს ფორმა დღემდე განაგრძობს არსებობას და კვლავ კიდურების დახმარების გარეშე გადაადგილდება.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, სახელგანთქმული და ყველასთვის ცნობილი სპორტია ფეხბურთი, რომელშიც შავ-თეთრი რომბებით გაწყობილი ბურთი იღებს მონაწილეობას და ერთი კარიდან მეორემდე ფეხბურთელთა დახმარებით გადაადგილდება ორი ტაიმის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ბურთის ფეხით გადაადგილება ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იყო პოპულარული, ამ სპორტის სახეობის სტანდარტების შემუშავება საკმაოდ გვიან მოხდა, კერძოდ 1860-იანი წლებიდან, როდესაც ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს მიერ სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად თავად ბურთის ფორმის, მისი ზომისა და დამზადების სპეციფიკის შესახებ კანონები დაწესდა. მანამდე უკვე აღვნიშნეთ რომ ჩინეთში და ევროპაშიც საუკუნეების განმავლობაში ცხოველის ტყავში ჩატენილი სხვადასხვა მასალა, მათ შორის მატერია, თივა, თმა, მიწა და ა.შ. მე-19 საუკუნიდან ახალი ტექნოლოგიით დამზადდა. ბურთის სფერული ფორმა, ისევე როგორც მისი ზომა, წონა და მატერიალური შემადგენლობა მითითებულია ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს მიერ შემუშავებული თამაშის კანონების მე-2 კანონით. დამატებით, უფრო მკაცრ სტანდარტებს აკონკრეტებს ფიფა და დაქვემდებარებული მმართველი ორგანოები იმ ბურთებისთვის, რომლებიც გამოიყენება შეჯიბრებებში, რომლებსაც ისინი აწესებენ.
1838 წელს ჩარლზ გუდიერმა შემოიტანა ვულკანიზებული რეზინი, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა ფეხბურთის ბურთიც. ვულკანიზაცია რეზინის დამუშავების პრინციპი გახლდათ რომლის საშუალებით მას სიმტკიცე, ელასტიკურობა და გამხსნელებისადმი წინააღმდეგობა შეემატა. რეზინის ასეთი დამუშავება ბურთს ეხმარებოდა ზომიერი სიცხისა და სიცივის დაძლევასა და გაძლებაში. ჩარლზ გუდიარის ინოვაციამ გაზარდა და გააადვილა ბურთის დარტყმის უნარი. ამ დროის ბურთების უმეტესობას თვრამეტ ნაჭრისგან იკერებოდა.
1900-იან წლებში ბურთს ამზადებდნენ მასალისგან, რომელიც ესპანურად ცნობილი იყო როგორც tiento და იმავე მასალის თასმით. მიუხედავად იმისა, რომ ტყავი შესანიშნავი იყო ბურთის დარტყმისთვის, მოთამაშისთვის მისი თავით მოგერიება მტკივნეული იყო. ეს პრობლემა, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო წვიმისგან ტყავის წყლის გაჟღენთის გამო წონაში მატებით, რის გამოც ამ სპორტის მიმართულებით ბურთის დამზადების მეთოდები კიდევ ერთხელ გადაიხედა. ადრეული ფეხბურთის კიდევ ერთი პრობლემა იყო ის, რომ ისინი სწრაფად ზიანდებოდა, რადგან ფეხბურთის წარმოებაში გამოყენებული ტყავი იცვითებოდა და იცვლებოდა სისქესა და ხარისხში. ბურთი ტყავის მაქმანის გარეშე შეიქმნა და დააპატენტა რომანო პოლოს, ანტონიო ტოსოლინის და ხუან ვალბონესის მიერ 1931 წელს ბელ ვილში, არგენტინაში. ეს ინოვაციური ბურთი (სახელწოდებით Superball) მიღებული იქნა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის მიერ, როგორც ოფიციალური ბურთი მისი შეჯიბრებისთვის 1932 წლიდან.
დღევანდელი ფეხბურთის ბურთი ბევრად უფრო რთულია აგებულებით, ვიდრე წარსულში. თანამედროვე ფეხბურთის უმეტესობა შედგება თორმეტი ხუთკუთხა და ოცი ექვსკუთხა პანელისგან, რომლებიც განლაგებულია სფერული გეომეტრიით. ზოგიერთი პრემიუმ კლასის 32-პანელიანი ბურთი იყენებს არათანაბარ მრავალკუთხედებს. ბურთი შიგნიდან შედგება ლატექსის ან რეზინის ბუშტისგან. ბურთის გარე ნაწილი დამზადებულია ტყავის, სინთეტიკური ტყავისგან, პოლიურეთანის პანელებისგან. ზედაპირი შეიძლება იყოს ტექსტურირებული, ნაქსოვი ან ჭედური მეტი კონტროლისა და შეხებისთვის. პანელის წყვილები იკერება მანქანით, ხელით ან თერმოდამუშავებით. წყლის შთანთქმის თავიდან ასაცილებლად, ბურთები სპეციალურად დაფარულია წებოთი. ფეხბურთის დიამეტრის ზომა დაახლოებით 22 სმ-ია. წესებში ნათქვამია, რომ მე-5 ზომის ბურთი უნდა იყოს 68-დან 70 სმ-მდე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ათეულობით სახეობაა ბურთების, რომლებიც სხვადასხვა სპორტში გამოიყენება, ამასთან არის საყოფაცხოვრებო და სამშენებლო დანიშნულების მრგვალი ფორმის სფეროსებრი საგნები, რომელთა დახმარებით მრავლობით მნიშვნელოვანი მიღწევები ხორციელდება. გადაცემაში ჩამოთვლილი ეს სახეობებო მხოლოდ ნაწილია იმათ შორის, რომელთა ფორმირებაში ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა იმ გათვლებით რაც კონკრეტულ სპორტს სჭირდებოდა.