ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს - უკრაინის გენპროკურორი - Palitra News

ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს - უკრაინის გენპროკურორი

2022-11-21 09:12:08+04:00

უკრაინის გენპროკურორის ანდრეი კოსტინის თქმით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე - ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მისი ინფორმაციით, ცხედრები ბოლო 2 თვის განმავლობაში აღმოაჩინეს.

მოკლულთა თითქმის 90% მშვიდობიანი მოქალაქეა. უკრაინის გენპროკურორის თქმითვე, ნაპოვნია 20-ზე მეტი ადგილი, სადაც უკრაინის მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს და გაასამართლეს.