პოლიციამ თაღლითობისა და უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით 4 პირი დააკავა - დანაშაული 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ბრალდებულები Facebook-ის საშუალებით მოქალაქეებს პირდებოდნენ მექსიკის გავლით შტატებში გადაყვანას, მას შემდეგ კი რაც, დაზარალებულებს თანხას არიცხინებდნენ მათთან კონტაქტს წყვეტდნენ.
გამოძიების ცნობით, ამ მეთოდით მათ 70 ათასამდე დოლარი, 5 ათასამდე ევრო და 6 ათასზე მეტი ლარი მიითვისეს.