გრიგოლ გიორგაძე თავდაცვის ძალების შვიდკაცა რაგბის ნაკრების ვარჯიშს დაესწრო - Palitra News

გრიგოლ გიორგაძე თავდაცვის ძალების შვიდკაცა რაგბის ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

2022-11-24 20:17:09+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. დღეს მორაგბეების ვარჯიშს საწვრთნელ ბაზაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დააკვირდა. დუბაიში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში 12-ი ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. ტურნირი გაერთიანებულ საამიროებში 29-ა ნოემბერს დაიწყება.